ადამიანები სხვადასხვა ტიპის, ტემპერამენტისა და ქარიზმის ინდივიდების აღსაწერად ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ ტერმინებს – ინტროვერსია, ექსტრავერსია.

ჰანს აიზენკისთვის ინტროვერსია-ექსტროვერსია ეს არის კონტინიუმი, განზომილება, სადაც ინტროვერტი არის პიროვნება, რომელიც ინტროვერსია-ექსტრავერსიის სპექტრზე უფრო ახლოს ინტროვერსიის პოლუსთანაა, ექსტრავერტი კი – ექსტრავერსიის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ განზომილების უკიდურეს, ბოლო წერტილებზე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ადამიანთა უმრავლესობა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის პოლუსებს შორის, სწორედ შუაში თავსდება.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები ხშირად ორ ნაწილად იყოფიან, როდესაც საქმე ეხება გარე სამყაროსთან ურთიერთობას. არიან ექსტროვერტები, რომლებიც ენერგიას იღებენ ადამიანებთან გატარებული დროით და არიან ინტროვერტბეი, რომლებიც ენერგიას მარტო გატარებული დროით იღებენ. ექსტრავერსია, გარდა ამისა, გულისხმობს მეგობრულ, მხიარულ პიროვნების ტიპს, ჰყავს ბევრი, განსხვავებული მეგობარი, აკვირდებიან გარე სამყაროს, სიამოვნებას ჰგვრით ბევრი საუბარი, მაშინ, როდესაც ინტროვერტებს ენერგიით მარტო გატარებული დრო ავსებთ, უპირატესობას ანიჭებენ მოსმენას, აკვირდებიან შინაგან სამყაროს, ჰყავთ ცოტა, თუმცა ახლო მეგობრები, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია კი შედარებით მალე ღლით.