ავტორები: მენტალ ჰაბის ფსიქოლოგები
ქეთი დალინკევიჩი და მელანია ჩარგაზია

რთული წარმოსადგენია XXI საუკუნეში ცხოვრება ტექნიკური მიღწევების, გაჯეტებისა და ეკრანების გარეშე. ამ სტატიის კითხვაც ეკრანის საშუალებით ხდება, ხომ მართალია?! ახლა რამდენიმე წამით დაფიქრდით და გაიხსენეთ სიტუაციები თქვენი ცხოვრებიდან. ავტობუსებში, სავაჭრო ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სამსახურშიც – ყველა ადამიანი იყენებს, მინიმუმ, მობილურ ტელეფონს მაინც. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ გაჯეტების ეპოქა დადგა და მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, გვიჩნდება კითხვები: დღის განმავლობაში რამდენი ხნით შეგვიძლია ეკრანის გამოყენება, ნორმალურია ეკრანთან დიდი დროით ურთიერთობა, თუ სპეციალისტის დახმარება გვჭირდება, რა დრო ითვლება ნორმად და რა შემთხვევაშია საუბარი ეკრან-დამოკიდებულებაზე?

„ეკრანზე დამოკიდებულება“ ის ტერმინია, რომელსაც ბოლო წლების განმალობაში ხშირად ვხვდებითმედიაში. ის აერთიანებს ეკრანთან დაკავშირებულ სხვადასხვა არასასურველ ქცევით გამოვლინებას. კერძოდ, ვიდეო თამაშებზე, სოციალურ ქსელებზე  და ა.შ. დამოკიდებულებას. 

მეცნიერები აქტიურად იკვლევენ აღნიშნულ საკითხებს. 2020 წელს „კინგს“ კოლეჯში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების 10-30 პროცეცნტი იმდენად ინტენსიურად იყენებს სმარტფონებს ან სხვა საშუალებებს, რომ ძლიერ დისკომფორტს განიცდიან ტელეფონების არქონის შემთხვევაში. მეტიც, მოზარდებისა და მშობლების 77 პროცენტი ძლიერ კამათობს ეკრანის გამოყენების დროსთან დაკავშირებით (CNN, 2019). ეს რა თქმა უნდა, ზოგად დაძაბულობას იწვევს და ურთიერთობებს აფუჭებს ოჯახის წევრებს შორის. 

შეგვიძლია ამ სტატიის კითხვის დროსვე ჩავატაროთ კვლევა. დაფიქრდით რამდენიმე წამით და პასუხი გაეცით შემდეგ შეკითხვას: გაიხსენეთ თქვევნი ძილის რუტინა. რას აკეთებთ ყველაზე ბოლოს? კვლევებით დამტკიცდა, რომ სმარტფონი ის ნივთია, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა დაძინებამდე უყურებს (Phubbed and Alone: Phone Snubbing, Social Exclusion, and Attachment to Social Media”, 2019).

ადამიანებს ხომ ხშირად გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან მოკლეა? წარმოიდგინეთ, ამ „მოკლე ცხოვრებიდან“, საშუალოდ, ადამიანი 5 წელზე მეტს ატარებს ეკრანთან(2016 MediaKix).

2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდები წლის განმავობაში 90 დღეს – 3 თვეს – ატარებენ ეკრანთან. ეს მონაცემი 116%-ით გაზრდილია 1995 წლის მონაცემთან შედარებით. 

სად არის ზღვარი დამოკიდებულებასა და ადეკვატურ მოხმარებას შორის? 

მოცემეულის განსაზღვრა რთულიადა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თანამედროვე მსოფლიოში ტექნიკის გამოყენება ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, იგი შეიძლება ცხოვრების შეზღუდვის მიზეზიც გახდეს. 

ეკრანზე დამოკიდებულება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „დამოკიდებულება“, მხოლოდ იმ შემთხვავაში თუ ვლინდებაძირითადი სამი მახასიათებელი: 1) ძლიერი ლტოლვა 2)ტოლერანტობა და 3) აბსტინენცია. 

  • ძლიერი ლტოლვა ყველასათვის ნაცნობი განცდაა, იგივეა რაც ძლიერად მოგინდეთ ნაყინი. ამ განცდის უგულვებელყოფა და გადალახვა, ხშირ შემთხვევაში, რთულია. იგივეს ამჩნევს მშობელი ბავშვებსა დამოზარდებში, რომლებიც არიან დაკავებული კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთირთობით და, ხშირ შემთხვავაში, უარს აცხადებენ იმ სხვა აქტივობებზეც კი, რომლებიც მათთვის მანამდე იყო საინტერესო და სასიამოვნო;
  • ტოლერანტობა გულისხმობს, რომ სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდის მისაღწევად საჭირო ხდება იგივე ეკრანთან გატარებული დროის მეტად და მეტად გაზრდა, რადგან მცირე დრო აღარ არის დამაკმაყოფილებელი და საკმარისი. მაგალითად, თუ თქვენი შვილისთვის ადრე სავსებით საკმარისი იყო 20 წუთის გატარება სოციალურ ქსელში, ამეჯრად მას სულ უფრო მეტი და მეტი დრო სჭირდება იგივე კმაყოფილების განცდის მისაღწევად;
  • და ბოლოს აბსტინენცია. ის ხშირად დაკავშირებულია ბრაზის, სევდისა და სხვა უარყოფით ემოციებსა და განცდებთან. ბავშვებსა და მოზარდებში შეინიშნებახასიათისა და ქცევის მკაფიო ცვლილება, როდესაც სმარტფონი ან სხვა საშუალება ჩამორთმეული ან გამორთულია. ამ დროს ისევ ხშირია ძლიერი ლტოლვის განცდასთან დაბრუნება და, შესაბამისად, იკვრება მანკიერი წრე, რომლის გაწყვეტაც ხდება საკმაოდ რთული. თუ ოდესმე თქვენ გიცდიათ სიგარეტისთვის თავის დანებება, ყოფილხართ დიეტაზე, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება რამდენად რთულია უარის თქმა იმაზე, რაც ასეთი სასიამოვნოა. 

რა სირთულეებს ქმნის ეკრანზე დამოკიდებულება?

ეკრანის გამოყენება ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, ის ყოვლისმომცველი და ბავშვის ერთადერთი ძირითადი აქტივობა შეიძლება გახდეს. არსებობს გარკვეული წითელი დროშები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება.

  • ბავშვს ან მოზარდს არ შეუძლია ეკრანის გამოყენების დროის კონტროლი – მკვლევარები ამას „წარუმატებელ კონტროლს“ უწოდებენ, როდესაც ბავშვს უჭირს მოწყობილობის გამოყენების შეწყვეტა;
  • სხვა აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა – ეკრანთან დროის გატარება ერთადერთი მოტივატორია (წიგნები, სათამაშოები, სპორტი – არ ახალისებს და სიამოვნებას არ იწვევს);
  • ეკრანის გამოყენება მოზარდისა და ბავშვის მთავარი საზრუნავია – მაშინაც კი თუ არ იყენებს ეკრანს, იგი საუბრობს მაინქრაფთის, ფორთნაითის, იუთუბის და სხვა საშუალებების შესახებ;
  • ხელს უშლის სოციალიზაციას – სადილობის დროსაც ტელეფონი მოაქვს მაგიდასთან, საუბარში არ ერთვება, მეგობრების წრე ვიწროვდება, ეზოში ან სადმე გასვლაზე უარს ამბობს;
  • ეკრანის გამოყენება ქმნის სერიოზულ ოჯახურ პრობლემას– ხშირია კამათი ეკრანის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს დროის ლიმიტებს, გაღიზიანებულია, შესაძლოა იჩხუბოს, გამოხატოს ვერბალური და ან ფიზიკური აგრესია. 

როგორ შეგვიძლია გავუკმვლავდეთ ეკრანზე დამოკიდებულებას? 

მოცმეულ სირთულეს აწყდება თანამდროვე მშობლების დიდი ნაწილი. მათთვის ვისაც სურს მოცმეულთან გამკლავება არსებობს მრავალი გზა, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი, რათა ოჯახური გრემო არ გადაიქცეს გაჯეტებთან ბრძოლის ველად. გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის სესახებ, თუ საიდან შეიძლება დაიწყოს მშობელმა მოცმელისრეგულირება. 

  1. რადგანაც ინტერნეტის მოხმარებისას ბავშვი ან მოზარდი,  შესაძლოა, წააწყდეს მისი ასაკისთვის შეუსაბამო შინაარსის ინფორმაცის და ვიდეოებს, აუცილებელია, მოცემულის კონტროლი და რეგულირება მშობლის მხრიდან. ყველაზე უმტკივნელო და მარტივი გზა არის ინტერნეტის მიწოდების დონეზე ინფრომაციის ფილტრაცია, რაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო და მცირე საფასურის მქონე პროგრამები. ისინი თქვენს მიერ მითითებულ შინაარსებს ავტომატურად დაბლოკავენ;
  2. მეორე გზა მეტად უმტკივნეულო კონტროლისთვის არის პროგრამირებადი როუტერებისგამოყენება. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ, თუ რომელი ტექნიკა არის ამჯერად მასზე შეერთებული და დააწესოთ დროის ლიმიტები;
  3. მშობლის კონტროლის აპლიკაციები. მათი დაყენება შეგიძლიათ მარტივად მობილურ ტელეფონებზე. ამის საშუალებით ნახავთ თუ რამდენ დროს უთმობს თითოეული ოჯახის წევრი ინტერნეტის გამოყენებას, დაარეგულიროთ ეს დრო, გამოაერთოთ გარკვეული დივაისები ქსელიდან როდესაცარის ამის აუცილებლობა და ა.შ. 
  4. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა, შესაძლოა, იყოს სპეციალისტის ჩართულობა, კონკრეტულად ფსიქოლოგის. რომელიც დაგეხმარებათეფექტურად გაუკლავდეთ მოცმეულ გამოწვევას.