რა არის ემოციური მანიპულაცია?

ემოციური მანიპულაციაა, როცა მანიპულატორი ცდილობს მეორე ადამიანზე მოიპოვოს კონტროლი და ძალაუფლება არაჯანსაღი სტრატეგიების გამოყენების გზით. მაშინ, როცა ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს ერთმანეთთან თანამშრომლობასა და მუდმივ ურთიერთგაცვლის პროცესს, ემოციური მანიპულატორი ცდილობს მეორე ადამიანის ვიქტიმიზაციას. თითქმის ყველა ადამიანი ყოფილა ოდესმე მცირე დოზით მანიპულატორი. ხანდახან, როცა არსებობს ე.წ. „ცუდი დღეები“ ჩვენს ცხოვრებაში, ხშირად კომუნიკაცია გვიძნელდება და ცუდ ჩვევებს მივმართავთ ხოლმე ურთიერთობისას. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი არის პათოლოგიურად მანიპულატორი. ასეთ ადამიანებს მაკიაველისტებსაც უწოდებენ. ეს ტერმინი ნიკოლო მაკიაველიდან იღებს სათავეს, რომელიც გახლდათ მე-16 საუკუნის მოღვაწე და ავტორი წიგნისა „ პრინცი“, რომელშიც ის ემხრობა პოლიტიკურ ლიდერთა მიერ მანიპულაციური ტაქტიკების გამოყენებას.

სასურველია, გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას. ეს ეხება როგორც პირად ურთიერთობებს, ასევე – პროფესიულს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ემოციური მანიპულაციის ნიშნები შეიძლება შენიღბული იყოს და მათი იდენტიფიცირება გაძნელდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ – ვინაიდან, არავინ იმსახურებს იყოს მანიპულაციის მხვერპლი.

გიზიარებთ ემოციური მანიპულაციის ყველაზე გავრცებულ ტიპებსა და მათ ნიშნებს.


გაზლაითინგი, როცა ადამიანი მიმართავს ისეთ ტაქტიკებს, რომლითაც ცდილობს მოიპოვოს მეტი ძალაუფლება, მეორე ადამიანის რეალობისა და წონასწორობის ეჭვქვეშ დაყენებით.

  • უარყოფს, რომ რამე თქვა ან მოიმოქმედა, მიუხედავად არსებული მტკიცებულებისა.
  • ტყუილებს ამბობს საკუთარ თავსა და თქვენ შესახებ
  • ცდილობს აამხედროს ადამიანები თქვენს წინააღმდეგ

LOVE BOMBING ( სიყვარულით დაბომბვა), როცა ადამიანი დიდი რაოდენობით სიყვარულსა და ძღვენს გაძლევს, იმ მიზნით, რომ თქვენზე კონტროლი მოიპოვოს.

  • გავსებთ საჩუქრებით
  • გაღმერთებთ „ ყველაფერი მიყვარს შენში“.

The Guilt Trip (დადანაშაულება) – როცა ვინმე სარკაზმულ ან პასიურ-აგრესიულ ნიშნებს ავლენს ურთიერთობებში.

  • აიგნორებს შენს მცდელობებს არსებულ პრობლემაზე საუბრისას
  • უარყოფს საკუთარ გაღიზიანებას, რომელიც მის ქცევაში ვლინდება
  • საკუთარ ძალისხმევასა და შრომას უსვამს ხაზს, იმ მიზნით, რომ შენი ნაკლოვანებები წამოწიოს წინ.

NEGGING (ნეგატიური უკუკავშირი) – როცა, ადამიანი ცდილობს ცუდი დამოკიდებულებები ჩამოგიყალიბოს საკუთარ თავთან დაკავშირებით.

  • სხვებს გადარებს
  • ის „ყოველთვის ხუმრობს“ და საკუთარ ნათქვამს ამართლებს შემდეგნაირად „სულ დაკარგე იუმორის გრძნობა“.
  • ის დაგცინის, შეურაცხყოფას გაყენებს და ამ ყველაფერს, „კონსტრუქციული კრიტიკის“ ტერმინით ნიღბავს.

Emotional Blackmail ( ემოციური შანტაჟი) – თუ შენ არ გინდა რაიმე, მაგრამ, მე მინდა, შენც უნდა დაიტანჯო.

  • „თუ აღარ გეყვარები, თავს მოვიკლავ“ .   როგორ გავუმკლავდეთ?
  • მოვახდინოთ მანიპულატორის ემოციების ვალიდაცია : ემპათიით შეხვდით მათგან წამოსულ შეტყობინებებს.
  • გააზიარეთ თქვენი გრძნობები : აუხსენით, რომ ხვდებით, როგორ ცდილობს თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ. უთხარით მას, რომელი მანიპულაციის ტაქტიკას მიმართავს და რომ, პირდაპირი კომუნიკაცია უფრო ეფექტურია.
  • დააწესეთ საზღვრები: საზღვრები დაგეხმარებათ, განსაზღვროთ რა მიიღოთ და რა – არა.
  • საკუთარი თვითშეფასების დაცვის მიზნით, რეკომენდებულია დისტანცირება მანიპულატორი ადამიანისგან.
  • თუ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მაინც აგრძელებს ადამიანი თქვენზე მანიპულაციას, შეწყვიტეთ მასთან კომუნიკაცია და თუ საჭიროდ მიიჩნევთ – ურთიერთობაც.
  • თუ განიცდით დანაშაულის გრძნობასთან დაკავშირებულ შფოთვას, სტრესს, დეპრესიას, აუცილებლად მიმართეთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს, ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს. გახსოვდეთ, თქვენი პიროვნული კეთილდღეობა მთავარი პრიორიტეტია.