ქეთევან სილაგაძე
ქეთევან სილაგაძე, ლიცენზირებული ექიმი ფსიქიატრი
ცოტა რამ მის შესახებ:
- რეზიდენტურის პარალელურად გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრალურ კლინიკაში მიიღო სამუშაო გამოცდილება
- გავლილი აქვს ბავშვთა ფსიქიატრიის ქვესპეციალობის პროგრამა და მიღებული აქვს სახელმწფო სერტიფიკატი ბავშვთა ფსიქიატრიაში
- 2013 წლიდან ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს ნეიროფსიქიატრიული მიმართულებით და ამავე ინსტიტუტის ბაზაზე ასრულებს სადოქტორო პროგრამას
- 2017 წლიდან არის საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამის ხელმძღვანელისა და ფსიქიატრის პოზიციებზე
- ეწევა როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. არის სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ფსიქიატრიის დარგში


